დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს 19 ამორტიზებული ლიფტის აღდგენა/შეცვლის სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, კაბინა და ამწე მექანიზმები დამონტაჟდა. ასევე, შეიცვალა ელექტროსისტემა და ბაგირები. ამორტიზებული ლიფტების ახლით ჩანაცვლება და რეაბილიტაცია “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს ზედამხედველობდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.