ვაკის გამგეობა რაიონის სხვადასხვა უბანში ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. ამჯერად, ნუცუბიძის I მ/რ-ის N5 და N6 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი კედელი შენდება. პროექტის ფარგლებში, 21 მეტრი სიგრძის ახალი კედელი ეწყობა, რაც ფერდობის ჩამოშლის და საცხოვრებელი კორპუსის დაზიანების პრევენციაა.ზედამხედველობს აღნიშნულ პროექტს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.