ზღვისუბანში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 100 მ სიგრძის კედელი შენდება.სამუშაო პროცესს ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“. რომელაშვილის ქუჩაზე გამაგრების სამუშაოები ოთხ ეტაპად მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდება, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება. ბოლო ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის სავალი ნაწილი სრულად გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუხებს. ასევე, საყრდენი კედლის მოწყობის დასრულების შემდეგ, ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდება.