გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, დრანდის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 3 220 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ზედამხედველობას აღნიშნულ პროექტზე ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.