ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, აბაშიძის N41-ში ეზო განახლდა და დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, 1300-მდე კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე გზის საფარი რეაბილიტირდა, 450 კვ. მ ფართობზე კი დასასვენებელი სივრცე მოეწყო.სკვერის სივრცეში განახლდა სპორტული მოედანი, დამონტაჟდა საპარკე ავეჯი, კეთილმოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, დაირგო მცენარეები. ზედამხედველობდა აღნიშნულ სამუშაოებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.