მთაწმინდის რაიონის გამგეობა ცენტრალური გზების რეაბილიტაციასთან ერთად, შიდაკვარტლური ეზოების მოწესრიგებასაც განაგრძობს.ამ ეტაპზე, გ. რჩეულიშვილის ქუჩა N6-8 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოები 1000 კვ.მ ფართობზე ჩატარდა და ასფალტის ორფენიან საფართან ერთად, ბორდიურიც მოეწყო. ინფრასტრუქტურლ სამუშაოებს ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.