ბელიაშვილის ქუჩის N1-სა და დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 21-ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ სივრცეებში მოეწყობა სპეციალური ბარიერები ძაღლების ფიზიკური დატვირთვისთვის, ბილიკები და განთავსდება საპარკო სკამები და ურნები.
გასასეირნებელი ტერიტორიები იქნება იზოლირებული და შემოისაზღვრება. ამავე სივრცეში ძაღლის გასეირნება ალიკაპისა და საბმელის გარეშე იქნება დასაშვები. ძაღლების მეპატრონეებს საშუალება მიეცემათ საკუთარი შინაური ცხოველი გაასეირნონ და მათთან ერთად დაისვენონ.
აღნიშნული სივრცეების მოწყობის სამუშაოებს ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.