გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, ეზოს მოწესრიგების სამუშაოები გმირი კურსანტების ქუჩაზე N8 კორპუსთან დასრულდა. 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი შეიცვალა. ზედამხედველობას აღნიშნულ ობიექტზე ახორციელებდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.