ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის N75-ის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობზე სკვერის სივრცე წესრიგდება, დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონები, რეაბილიტირდება სპორტული მოედანი, მოეწყობა ორი სავარჯიშო მოედანი, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე. გარდა ამისა, სკვერი გამწვანდება. სამუშაოებს ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.