ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N11-12 კორპუსების მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება. განახლდა მოედნის საფუძველი, ამის შემდეგ დამონტაჟდება ახალი ღობე, დაიგება საფარი, სტადიონი კი აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით ფეხბურთისა და კალათბურთის მოყვარულთათვის. სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ აწარმოებს ხოლო ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.