გლდანში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია 24 მისამართზე დასრულდა. რამდენიმე მისამართზე კი მიმდინარეობს, მათ შორის, წყალარინების შიდა და გარე ქსელი ლიბანის ქუჩაზე N24 კორპუსში ოთხივე სადარბაზოში, დაახლოებით, 280 გრძივ მეტრზე იცვლება. ზედამხედველობს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია’’.”ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში,გამგეობა სამუშაოებს 100 % – ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.