ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ლიფტების მოწყობის სამუშაოებს აგრძელებს.ამჯერად, გაბრიელ სალოსის N15; გაბრიელ სალოსის N143; ბერი გაბრიელ სალოსის მე-5 შესახვევი; ვაზისუბნის დასახლება კორპუსი N7, ვაზისუბნის დასახლება N20-სა და N21ა-ს მიმდებარედ ლიფტები მოეწყო.ზედამხედველობას აღნიშნულ სამუშაოებზე ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.