ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობა
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი
მშენებლობა -რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოებისას ქვეყანაში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი
ააიპ “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია: წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის N 22.12.277 განკარგულების საფუძველზე დაარსებულ მუნიციპალურ სამსახურს.
2018 წლის 28 თებერვლის მთავრობის N 18.44.130 დადგენილების საფუძველზე ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ფუნქცია და ამოცანებია :
• საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა,
• ხაზოვანი ნაგებობების და ქსელების მშენებლობა რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა,
• ასფალტის, ბეტონის და ქვაფენილის საფარიანი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა,
• ასფალტ-ბეტონის და ბეტონის ლაბორატორიული კვლევა,
• ავარიული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და დასკვნების მომზადების მომსახურების განხორციელება
ზემოაღნიშნულ სამუშაოებს ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობების, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის – “თბილისის განვითარების ფონდის” მიმართვის საფუძველზე