დონორთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შპს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ, (ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში ჩატარდა სისხლის უანგარო დონაციის აქცია, „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“.
აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალური ლაბორატორიის“ იმ თანამშრომლებმა რომალთა ასაკი არ აღემატებოდა 60 წელს, არ ქონდათ გადატანილი რაიმე ინფექციური დაავადებები და ბოლო ერთი წლის მანძილზე არ ჩატრებიათ ქირურგიული ოპერაცია.
ყველა დონორობის მსურველი შემოწმებული იქნა კვალიფიციური მედ-პერსონალის მიერ და მხოლოდ დადებითი პასუხების მქონე თანამშრომლებს დაერთოთ ნება სისხლის გაღებაზე.
„თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“ თავს ვალდებულად თვლის გვერდში დაუდგეს იმ მოქალაქეებს, რომელთა გადასარჩენად სისიხლის გაღებაა საჭირო და მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის აქციებში მონაწილეობის მიღებას.