ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით მთაწმინდის რაიონში (კოჯორი) უძოს მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ასევე მოეწყო რკინის უსაფრთხოების ზღუდარი.
აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა შ.პ.ს ,,ჯიარჯი” ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას უწევდა ქალაქ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.