მთაწმინდის რაიონში, გიორგი კვინიტაძის ქუჩაზე განხორციელდა გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები,  დაიგო  ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი სისქით 6+4 და მოეწყო გვერდულები. დამკვეთი მთაწმინდის რაიონის გამგეობაა. 

სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს ,,პარმა“-მ,  ხოლო  ტექნიკური ზედამზედველობა გაუწია ა(ა)იპ“თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორია“-მ.