ქალაქ თბლისის მერიის დაკვეთით, ჩუღურეთის რაიონში, ბეთაშვილის ქუჩაზე(ხუდადოვიდან ხერხეულიძის ნომრერ 6-მდე და მერი შერვაშიძის ქუჩიდან ხერხეულიძემდე), თამუნა დოლიძის ქუჩაზე, ზამთრიანის ქუჩასა და არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაეობი დსრულდა. მოეწყო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სისქით (7+5) დაახლოებით 10000კვ.მზე, ასევე გაკეთდა გვერდულები.
აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა შ.პ.ს ,,პარმა” ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას უწევდა ქალაქ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.
ამავე რაიონში, ჩუღურეთის გამგეობს დაკვეთით რეაბილიტირდა თამარ და აკაკი პაპავების ქუჩა, ელენე ახვლედიანის ხევი ნომერი 16 მიმდებარედ არსებული ქუჩა და კვარაცხელიას მესამე შესახვევი. მოეწყო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სისქით (6+4) დაახლოებით 3000კვ.მზე და გაკეთდა გვერდულები და ბორდიულები.
აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდნენ შ.პ.ს ,,ვეკო 2017”, შ.პ.ს ,,დრო” და შ.პ.ს ,,ბი ემ სი”, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას უწევდა ქალაქ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.