დასახელება: ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“ ელ.ფოსტის მისამართი —–info@tmlaboratory.ge
ვაკანსია: ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობების ტექნიკური ზედამხედველი
- სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი
კომპანიის შესახებ ინფორმაცია:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ახორციელებს:
- საინჟინრო ნაგებობების (ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობები) მშენებლობა–რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობას;
- ხაზოვანი ნაგებობების და ქსელების (წყალსადენ–კანალიზაცია და სანიაღვრე ქსელი) მშენებლობა–რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობას ;
სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე tmlaboratory.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესების ყოველდღიური ტექნიკური ზედამხედველობა;
- მშენებლობის მიმდინარეობის კონტროლი წარმოდგენილ საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებაში;
- მოცულობების მაქსიმალური სიზუსტით კონტროლი მშენებლობის პროექტთან და ფაქტიურ მდგომარეობასთან მიმართებაში;
- შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) გავლა პუნქტობრივად უშუალო ხელმძღვანელთან და მშენებელ კომპანიასთან;
- შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტებში (ფორმა N2) შეუსაბამობების აღმოჩენა და ჩასწორება;
- MSDA – შიდა დოკუმენტაციის ბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა (შესაბამისი კორესპონდენციის გაცნობა, ინიცირებების მომზადება, რეაგირება ვადების ფარგლებში;
- მშენებლობა – რეაბილიტაციის პროცესში ტექნიკური კუთხით დარღვევების დაფიქსირება და ხელმძღვანელობისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება;
- საკომუნიკაციო სოც. ქსელში ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში ფოტო მასალის და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების სისტემატიურად გადმოცემა;
- ორგანიზაციის ტექნიკურ განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) შემოწმების მიმართულებით;
- პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა;
- სამშენებლო ობიექტზე გამოსაყენებელი მასალების ფიზიკურ და გეომეტრიულ მახასიათებლების წარმოება საპროექტო დოკუმენტაციასთან მიმართებაში.
- შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) თანმხლები დოკუმენტაციის გადამოწმება და წარმოდგენის გაკონტროლება (ფარული სამუშაოს აქტების მომზადება/მონაწილეობის მიღება, გამოყენებული მასალების სერთიფიკატები და სხვა);
- ჩაბარებული მიმდინარე ხელშეკრულებების ცვლილებების კონტროლი;
- სამშენებლო ობიექტებზე ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად საჭირო პროცედურების წარმოება;
- ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში ნებისმიერი შეუსაბამობის შესახებ დროული რეაგირება, როგორც სიტყვიერი ასევე წერილობითი ფორმით;
- წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- სამუშაოთა წარმოების ჟურნალების, ბეტონის სამუშაოების, შედუღების სამუშაოების ჟურნალების წარმოების გაკონტროლება;
- წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა 2) დადასტურება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: მშენებელი ინჟინერი
- არანაკლებ 1 წლისა პროფესიული სამუშაო გამოცდილება.
თემატიკა:
- საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები;
- საერთაშორისო სამშენებლო ნორმატიული აქტები.
საოფისე კომპიუტერული პროგრამები:
- MS Office Word – კარგად
- MS Excell – კარგად
- AutoCAD – სასურველია
პიროვნული უნარ–ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოტივირებული;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალური;
- შრომისმოყვარე.
დამატებითი ინფორმაცია
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობა (უცხოენოვანი დიპლომის არსებობის შემთხევევაში, აუცილებელია, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული იქნეს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი – არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი;
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია;
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმის საფუძველზე,( ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
- გასაუბრება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი / 09:00 – 18:00 საათი);
ანაზღაურება: 2774 დან – 3212 მდე
კანდიდატები მიიღებიან გამოსაცდელი ვადით 3 თვიდან 6 თვის ვადით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე shermadinigio@gmail.com
2025 წლის 4 ივლისამდე .