გლდანის რაიონში, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის” ფარგლებში, სხვადასხვა პროექტები ხორციელდება.

მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს ამორტიზებული  ლიფტების რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოები. ამ ეტაპზე სამუშაოები 54 მისამართზე დასრულდა, მათ შორის, გლდანის III მიკრორაიონის N14 კორპუსის IV სადარბაზოსა და ,,ა“ მიკრორაიონის N65 კორპუსის IV სადარბაზოში, სადაც ლიფტები სრულად რეაბილიტირდა.

აღსანიშნავია, რომ ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ახლაც გრძელდება. აღნიშნული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.