კრწანისის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, ორთაჭალის ქ. N8-ში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები მოიცავდა წყალარინების სისტემის სრულ განახლებას, მიწისქვეშა მილების შეცვლასა და ახალი საკანალიზაციო ჭების მოწყობას.

შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.