კრწანისის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი შენობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში, ახოსპირელის ქ. N6-ში განხორციელდა წყალარინების სისტემისა და შენობის სახურავის რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავდა წყალარინების შიდა და გარე ქსელის განახლებასა და სახურავის სრულ რეაბილიტაციას.
მიმდინარე ეტაპზე იგეგმება შენობის მიმდებარე ეზოს კეთილმოწყობა, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ახალი ასფალტბეტონის საფარი.
შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.





