კრწანისის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, გომის ქ. N9-ში განხორციელდა საცხოვრებელი შენობის სახურავის, აივნებისა და კიბეების რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავდა დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენასა და საცხოვრებელი შენობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

პროექტის ფარგლებში განახლდა შენობის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ელემენტები, რაც მოსახლეობის ყოველდღიურ კომფორტს შეუწყობს ხელს.

შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.