ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე მდებარე საავტომობილო სახიდე გადასასვლელის დემონტაჟისა და ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული სახიდე გადასასვლელის დემონტაჟი და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები და ხიდის ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების მოწყობა.
ახალი ხიდის მშენებლობა ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე გამტარუნარიანობის ზრდას.
სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.





