კრწანისის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ე.წ. თბილისური ტიპის ეზოებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
იბრაჰიმ ისფაჰანლის N10-სა და ი. საბანაძის N4-ში საერთო სარგებლობის აივნებისა და კიბეების რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები მოიცავდა დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენას, ხის ელემენტების განახლებასა და ახალი მოაჯირების მოწყობას.
შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.






