კრწანისის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, ორთაჭალის I შესახვევის N3-ში განხორციელდა საცხოვრებელი შენობის აივნისა და კიბის რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავდა დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენას, აივნისა და კიბის განახლებასა და მოაჯირების მოწყობას.
შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.




