ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, ჟ. შარტავას N1-ში მიმდინარე მრავალფუნქციური შენობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური შენობა, რომელიც აერთიანებს კომერციულ და საცხოვრებელ სივრცეებს.
სამშენებლო პროცესის ხარისხისა და პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.




