ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 17.12.2014 წლის №20.12.277 განკარგულების საფუძველზე დაფუძნდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, ამავე განკარგულებით დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ლაშა სამხარაძე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობების, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ დაკვეთით, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, ახორციელებს საინჟინრო ნაგებობების (ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობები) მშენებლობა -რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა, ხაზოვანი ნაგებობების და ქსელების (წყალსადენ-კანალიზაცია და სანიაღვრე ქსელი) მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა. ასფალტის, ბეტონის და ქვაფენილის საფარიანი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა, ასფალტ-ბეტონის ლაბორატორიული კვლევა, ავარიული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა (ვიზუალური დაკვირვების მეთოდი) და დასკვნების მომზადება, საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზის და დასკვნების მომზადების მომსახურება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 18 თებერვლის N07.02.153 განკარგულებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების საექსპერტო დასკვნების გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.