ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა
განკარგულება N 20.12.277
17 დეკემბერი 2014წ.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-ს დაფუძნების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „დგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 75-ე მუხლის „დ.ბ“ და „ე.თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.12.2014 წლის N194 განსაკრგულების შესაბამისად,
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ადგენს :
- დაფუძნდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თბილისის მუნიციპალური ლაბორატოია“.
- ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ იურიდიულ მისამართად განისაზღვროს : ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N140ა/პასტერის ქუჩა N7.
- დამტკიცდეს ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიიის“ წესდება,დანართი 1-ის შესაბამისად.
- დამფუძნებლის (ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა) სახელით, ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიი“ წესდებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური უფროსს.
- დაინიშნოს ლაშა სამხარაძე (პ/ნ 54001009605) ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ დირექტორის თანამდებობაზე.
- დაევალოს ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ დირექტორს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ქმედებების რეგისტრაცია, მათ შორის: ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ელექტრონული ფოსტის მისამართის განსაზღვრა შესაბამის ორგანოებში,მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს გიორგი სოლომონიას.
განკარგულების გასაჩივრება შეიძლება,კანონმდებლობით დადგენილი წესით,გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში,თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ( მისამართი : ქ.თბილისი,დავით აღმაშენებლის ხეივანი,მე-12 კილომეტრი,N6).
1. ზოგადი ნაწილი
1.1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“ (შემდგომში: ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“/იურიდიულიპირი/საზოგადოება). შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „მეწარმე
თა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1.2. იურიდიული პირი შექმნილია განისაზღვრელი ვადით.
2. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
2.1. იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
2.2. იურიდიული პირის დამფუძნებელია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და წარმოადგენს უმაღლეს მმართველობით ორგანოს საქმიანობის რეგულირებაში დამფუძნებელს (ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას) გააჩნია იგივე უფლებები. რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გააჩნია პარტნიორთა კრებას საზოგადოება ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე „ადგილობრივი თბითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის და ამ წესდების.
2.3. იურიდიული პირის სრული დასახელებაა : არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.
2.4. იურიდიულ პირს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი. დადგენილი წესით რეგისტრირებული პირადი ემბლემა, ანგარიშები საფინანსო ინსტიტუტებში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
2.5. ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N140ა/პასტერის ქუჩა N7.
3.იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები
3.1. იურიდიული პირის საქმიანობის მიზანია მოგების მიღების გარეშე მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, კერძოდ :
3.1.1. საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის, (ავარიული სახლები, საყრდენი კედლები, ხელოვნური ნაგებობები) წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების მშენებლობის და სარეაბილიტაციო სამუშაოების,ასფალტის და ქვაფენილის საფარიანი გზების მშენებლობის და მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა. საპროექტო დოკუმენტაციის, დეფექტური აქტების და ტექნიკური დავალებების ანალიზი, მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა,ლაბორატორიული კვლევების მომსახურება, შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა N2) დადასტურება, ავარიული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობისა საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზი და დასკვნის მომზადება.
3.2. იურიდიული პირის საქმიანობა ატარებს დამოუკიდებელ და ორგანიზებულ ხასიათს.
3.3. იურიდიული პირის საქმიანობის საგანია : ნებისმიერი საქმიანობა მოგების მიღებისმიზნის გარეშე,რომელიც მიმართულია 3.1 პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად და ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით.
4. იურიდიული პირის შემოსავლები, ქონება და მათი ფორმირება.
4.1. იურიდიული პირის შემოსავლის წყაროები და ქონება შეიძლება იყოს :
4.1.1. დამფუძნებლის მიერ იურიდიული პირისთვის გადაცემული ქონება და ფულადი სახსრები;
4.1.2. საკუთარი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები;
4.1.3. მოზიდული სახსრები;
4.1.4 გრანტები;
4.1.5 საკონსულტაციო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
4.1.6 ბანკის ან სხვა კრედიტები;
4.1.7 ორგანიზაციების, მოქალაქეების, ფონდების საქველმოქმედო შენატანები და შემოწირულობანი;
4.1.8 შემოსავლისა და ქონების მიღების სხვა წყაროები, რაც არ იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით;
4.2 დამფუძნებლის მიერ იურიდიული პირისთვის გადაცემული ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას;
4.3 იურიდიული პირის ქონება და შემოსავლები განკუთვნილია მისი მიზნისა და ამოცანების მისაღწევად ;
4.4 იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ქონების დაცვა,შენახვა,რაციონალური გამოყენება.
4.5 იურიდიული პირისათვის გადაცემული ქონების სხვა იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებზე მიყიდვის,იჯარით გადაცემის,დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ ან სასყიდლით გადაცემის და ბალანსიდან ჩამოწერის საკითხი წყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამფუძნებელთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების პრივატიზაცია შეიძლება მოხდეს მუნიციპალური ქონების განმკარგავი ორგანოების მიერ.
5, იურიდიული პირის უფლებები და მოვალეობები
5.1 მოცემული წესდებით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საქმიანობის განხორციელებისას იურიდიულ პირს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება და განახორციელოს ყოველგვარი სამეურნეო,კომერციული და სხვა საქმიანობა,რომელიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესდებას და მოქმედ კანონმდებლობას.
5.2 იურიდიული პირი უფლებამოსილია :
5.2.1 დადგენილი წესით აწარმოოს ყველა ის საქმიანობა,რომელიც ეხება იურიდიული პირის ინტერესებს.
5.2.2 დამოუკიდებლად განსაზღვროს და აწარმოოს კანონით ნებადართული საქმიანობა თავისი პროფილის მიხედვით. იურიდიული პირის ინტერესებიდან გამომდინარე, ძირითადი საქმიანობის პარალელურად იურიდიულ პირს უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და დამფუძნებელთან შეთანხმებით განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა,რომელიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესდებასა და მოქმედ კანონმდებლობას.
5.2.3 დადგენილი წესით და დამფუძნებლის თანხმობით წევრის სახით შევიდეს ნებაყოფლობით გაერთიანებაში (ასოციაციებში) ერთობლივი სამუშაოების ჩატარების ან დაფინანსების მიზნით.
5.2.4 საკუთარი სახელით დადოს და განახორციელოს სამეურნეო გარიგებანი, რომელთა ღირებულება ცალ-ცალკე ან მთლიანად არ აღემატება 100 000 კარს. 100 000 ლარს ზევით ღირებულების სამეურნეო გარიგებების დადებაძე საჭიროა დამფუძნებლის წერილობითი თანხმობა;
5.2.5 დადგენილი წესით და დამფუძნებლის თანხმობით აიღოს ან/და გასცეს სესხები ბანკის ან/და სხვა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებიდან ან/და სხვა სახის ორგანიზაციებისგან და ფიზიკური პირებისგან.
5.2.6 დადგენილი წესით და დამფუძნებლის თანხმობით შეიძინოს,გაასხვისოს და განკარგოს ქონება,მათ შორის სხვადასხვა ფასიანი ქაღალდები.
5.2.7 დადგენილი წესით და დამფუძნებლის თანხმობით შექმნას და გააუქმოს ფილიალები ან სხვა სტრუქტურული ერთეულები.
5.2.8 დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და ამოცანების შესრულებასთან;
5.3 იურიდიული პირი ვალდებულია:
5.3.1 დაიცვას სანიტარული რეჟიმი;
5.3.2 შეასრულოს სახელმწიფო შეკვეთები;
5.3.3 თავისი საქმიანობა წარმართოს თავისი წესდების პირობების დაცვით;
5.3.4 შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
5.4 იურიდიული პირის უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით. მათი დაუცველობის ან დარღვევის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.
6 სამეურნეო საქმიანობა:
6.1 იურიდიული პირი სამეურნეო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით.
6.2 იურიდიული პირი დამფუძნებელთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს ეკონომიკური და სოციალური განვითარების წლიურ და პერსპექტიულ გეგმებს, იურიდიული პირის მართვის სტრუქტურას, საშტატო განრიგს, წლიური ხარჯთაღრისცხვის, საფინანსო გეგმის, შრომის ანაზღაურების, პრემიების, მატერიალური და ეკონომიკური დახმარების ფორმებსა დანორმებს.
6.3 ფასები და ტარიფები,რომლებიც რეგულირდება სახელმწიფო თუ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ, სავალდებულობა იურიდიული პირისთვის.
6.4 ბიუჯეტთან ურთიერთობას იურიდიული პირი ახორციელებს დამოუკიდებლად.
6.5 მიმდინარე სამეუნეო საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს იურიდიული პირი წყვეტს დამოუკიდებლად მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
6.6 გარეშე ორგანიზაციებთან მომსახურების ფასები და ტარიფები რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით.
7. იურიდიული პირის პერსონალი
7.1 იურიდიული პირის პერსონალის მიღება და მათი საქმიანობა ხორციელდება მათთან დადებული კოლექტიური ან ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე.
7.2 შრომითი ხელშეკრულებები სრულიად უნდა ითვალისწინებდეს შრომის და სამოქალაქო კანონმდებლობის მოქმედ ნორმებს.
7.3 იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს თავისი მუშაკების სოციალური დაცვა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
8. მართვა
8.1 იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, წინამდებარე წესდებითა და დამფუძნებლის მიერ განსაზღვრული წესით,ახორციელებს დირექტორი.
8.2 დირექტორს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იურიდიული პირის დამფუძნებელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
8.3 დირექტორის (დირექტორის მოადგილეეების) კომპეტენციის სფეროებს განსაზღვრავს დამფუძნებელი. დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს ან ათავისუფლებს დირექტორი დამფუძნებელთან შეთანხმებით.
8.4 დირექტორის მოადგილეებთან ხელშეკრულებას დებს დირექტორი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, შრომის ანაზღაურების წესს და პირობებს, მხარეთა ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
8.5 დირექტორისა და დირექტორის მოადგილეთა უფლება-მოვალეობები, გადაწყვეტილებების მიღების წესი, პროცედურა და სხვა მმართველობითი საკითხები განისაზღვრება და თანხმდება დამფუძნებელთან.
8.6 იურიდიული პირის დირექტორი ვალდებულია ახალი სამეურნეო წლის დასაწყისიდან პირველი სამი თვის განმავლობაში შეადგინოს და დამფუძნებელს წარუდგინოს გასული სამეურნეო წლის ბალანსი, ანგარიში მოგება-ზარალის შესახებ, წლიური ანგარიში,ც ასევე საქმიანობის ანგარიში და დასკვნითი ანგარიში.
8.7 დამფუძნებლის თანხმობის გარეშე,დირექტორსა და დირექტორის მოადგილეებს არ აქვთ უფლება, განახორციელონ იგივე საქმიანობა, რომელსაც ეწევა იურიდიული პირი, ან მონაწილეობა მიიღონ, როგორც მსგავსი ტიპის სხვა ორგანიზაციაში პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა (ინტერესთა კონფლიქტი). ასეთი საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ იურიდიული პირის ხელმძღვანელად დანიშვნისას დამფუძნებლისთვის ცნობილი იყო, რომ იურიდიული პირის ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვია.
8.8 თუ დირექტორისა და დირექტორის მოადგილეების მიერ ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისას იურიდიულ პირს მიადგა ზიანი, დამრღვევი ვალდებულია დათმოს ამ ორგანიზაციიდან გასამრჯელოს მიღების მოთხოვნის უფლება და აანაზღაუროს ზიანი.
8.9 იურიდიული პირის ხელმძღვანელობას დამფუძნებლის წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არ აქვს, პირადი სარგებლობის მიღების მიზნით გამოიყენოს იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია,რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საკუთარი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო.
8.10თუ დირექტორი ან დირექტორის მოადგილეები არ შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ იურიდიულ პირს მიღებული ზიანი.
9. წლიური შედეგები
9.1 წლიური შედეგები აისახება იურიდიული პირის ბალანსში და საბუღალტრო ანგარიშში, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება დამფუძნებელს საფინანსო პერიოდის შედეგების მიხედვით.
9.2 მოგების განაწილება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა ან/და დამფუძნებლის მიერ დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად. კერძოდ, წინამდებარე წესდების 3.1 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.
10. აღრიცხვა და ანგარიშგება
10.1 საბუღალტრო და სტატისტიკურ აღრიცხვას იურიდიული პირი ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობითა და პერიოდულობით.
10.2 სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს და გრძელდება 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრამდე.
11. იურიდიული პირის საქმიანობის კონტროლი
11.1 იურიდიული პირის საქმიანობის კონტოლს დამფუძნებელი ახორციელებს მოქმედი კონონმდებლობითა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
11.2 წლიური ანგარიშის შესამოწმებლად დამფუძნებელი ნიშნავს იურიდიული პირისგან ეკონომიკურად და სამართლებრივად დამოუკიდებელ აუდიტორს,რომელიც იურიდიული პირის საქმიანობას აკონტროლებს კანონით განსაზღვრული წესით.
12. პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა
12.1 იურიდიული პირი თავის ვალდებულებებზე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12.2 დავა იურიდიულ პირსა და დასაქმებულს შორის წყდება მოქმედი შრომისა და სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად.
12.3 იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის მუშაკების პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტა
13.1 იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს :
ა. რეორგანიზაციით (გარდაქმნა,შერწყმა.გაყოფა ნატურით).
ბ. ლიკვიდაციით.
13.2 იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხორციელდება დამფუძნებლის ან სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებით.