ვაკის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში, ვაკის რაიონში, ქავთარაძის N34-ში, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი სივრცე რეაბილიტირდა. სამუშაოები მოიცავდა ახალი კიბის, პანდუსის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული მისასვლელის) მოწყობასა და მოაჯირების მონტაჟს, რის შედეგადაც მოწესრიგდა კორპუსის შესასვლელი სივრცე და გაუმჯობესდა მისი ფუნქციური მდგომარეობა.
შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“



