ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, ვაკის რაიონში, შ. ნუცუბიძის I მ/რ-ის N5 და N6 კორპუსების ერმილე ბედიას ქუჩასთან დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები მოიცავდა ხიდის კონსტრუქციული ელემენტების აღდგენას, საფეხმავლო ნაწილის განახლებას, მოაჯირების შეცვლასა და ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებას.
ნუცუბიძის პლატოს საცხოვრებელ კორპუსებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი ყოველდღიურად ასობით მოქალაქის გადაადგილებას ემსახურება. განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მისი ფუნქციური და ვიზუალური მდგომარეობა.
შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.








