კრწანისის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, ალექსანდრე დიუმას ქუჩა N 25-ში განხორციელდა საცხოვრებელი შენობის შესასვლელი კიბის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი კიბის კონსტრუქცია და დამონტაჟდა მოაჯირები.
შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.


