დიდუბის  რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, აკაკი წერეთლის გამზირზე, N 128-ში განხორციელდა საცხოვრებელი შენობის სახურავის რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავდა ძველი სახურავის დემონტაჟსა და შენობის ახალი სახურავით გადახურვას.

შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.