საბურთალოს რაიონში ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. უახლოეს დღეებში გზის საფარის დაგება დაიწყება და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
გზაგამტარი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში საცობებს განტვირთავს და ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეამცირებს.
სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ქონსთრაქშენ სერვისი“ აწარმოებს, ხოლო სამუშაოებზე ზედამხედველობას ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“ ახორციელებს. ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 968 952 ლარი დაიხარჯება.
სამშენებლო სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ დირექტორის მოადგილე ვაჟა მაკალათია.