დაბა წყნეთში შენდება სპორტული კომპლექსი, რომელიც ამილახვრის ქ. N21-ში მდებარეობს. ობიექტში განთავსდება:
- სავარჯიშო დარბაზი;
- ტრიბუნა;
- სატრენაჟორო სივრცე;
- გასახდელი და სველი წერტილი;
- ადმინისტრაციული ოთახები.
მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება. სახელშეკრულებო ღირებულება – 714 439 ლარია. სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „სამება“, ხოლო ზედამხედველობას გაუწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“