ქ.თბილისის  მუნციპალიტეტის მერიის დაკვეთით დიდ დიღომში მიმდინარეობს მულტიფუნქციური  სპორტული კომპლექსის მშენებლობა. შემსრულებელი არის შ.პ.ს. „დიკა 2010“.აღნიშნულ ობიექტზე მოეწყობა: მედიათეკა,დიდი და პატარა საცურაო აუზები, კრივის , ბოულინგის, ფეხბურთის ,კალათბურთის,სატრენაჟორო დარბაზები, და სხვა. სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.