ვერაზე, გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე VI კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.სკვერი ახლებურად დაგეგმარდა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა სრულად შეიცვალა.მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო გასართობი ზონები – დამონტაჟდა სხვადასხვა სახის ატრაქციონი, დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო მოსასვენებელი პავილიონები და ტერიტორია შემოისაზღვრა ლითონის მოაჯირებით. ასევე, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და შესაბამისი ინვენტარი – საპარკო სკამები, ურნები და განათების ქსელი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა. დასრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობდა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.